დღე პირველი:
დღეს შევადგინეთ ტრენინგის კალენდარი, გავეცანით ტრენინგის შინაარსს, ვიმუშავეთ ელექტრონული წიგნის გამოყენებაზე, შევქმენით პორტფოლიო და ახალი ბლოგი.ამ სამუშაოების შესრულება გამიადვილა წინა ტრენინგებზე მიღებულმა ცოდნამ.ვიმედოვნებ, რომ ყველა დანარჩენი დღეებიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
დღე მეორე: ტრენინგი დავიწყეთ საპროექტო თემების გაცნობით. თითოეულმა მონაწილემ გაგვაცნო საპროექტო თემის სათაური, მოკლედ აღწერა პრობლემა, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, რომლებიც განსაზღვრულია საგნობრივ სტანდარტებში. მივიღე ტრენერისგან საჭირო შესწორებები და მითითებები.
ვისწავლე ბროშურის შექმნა,გაფორმება სადაც დამჭირდა ინტერნეტში სურათების მოძიებისა და მისი გადმოტანის ცოდნის გახსენება.
დღე მესამე: ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ცალკეული საკითხების შევსებაზე, გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები. ძნელია, შრომატევადია, მაგრამ საინტერესო.
დღე მეოთხე: დაგვჭირდა საბაზო დონიდან ზოგიერთი საკითხების გახსენება, კერძოდ ოპერაციული სისტემის ოთხი ელემენტის გარჩევა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შეფასების ნაწილზე, ბევრი რამ ბუნდოვანია, სახლში შესასრულებელი სამუშაო ძნელად მეჩვენება, ვნახოთ...
დღე მეხუთე: დღე დაიწყო ტრენერის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემით. გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე და მოსწავლის მიერ შესრულებულ ნაშრომზე, ვისწავლეთ ობიექტის ჩასმა ტექსტის რედაქტორში, უფრო სწორად გავიხსენეთ, ალბათ ეს უნდა გვცოდნოდა. ვიგრძენი რა ძნელია იმ მოსწავლის ადგილზე ყოფნა, როცა ის რაღაცას კარგად ვერ იგებს.....
დღე მეექვსე: ვმუშაობთ საპროექტო გეგმაზე, თანდათან ვამდიდრებთ ჩვენ პორტფოლიოს, ვამდიდრებთ ჩვენ ცოდნას ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
დღე მეშვიდე: ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე, მივიღეთ პასუხები ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე, ტრენინგის დასრულებამდე კიდევ ბევრი სამუშაოა.დავგეგმეთ ურთიერთშეფასების დღე.
.
დღე მერვე: პროგრამა დასასრულს უახლოვდება...
დღე მეცხრე: პრეზენტაციების დღე - ძალიან დატვირთული, დამღლელი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.ჯგუფის ყველა წევრმა მონდომებით იმუშავა და შესაბამისად ცოდნაც მივიღეთ. მადლობა Intel-ს და ირაკლი მასწავლებელს.
კარგია!
ReplyDeleteცდილობ მაქსიმალურად ამომწურავად დაწერო რეფლექსია.
სად არის მესამე დღის რეფლექსია? :)